×

10 ოქტომბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერები დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და  მესტიის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ.

პროექტი ლაღამის უბნის სრულ ურბანულ განახლებას და უშგულის თემის სამი სოფლის სვანური კოშკების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, შიდა ქუჩების, განათების, საინჟინრო კომუნიკაციების, პარკინგის მოწყობას.

პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცნობილი ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმსაც.