26 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ოჯახთან და დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეს მის სახლ-მუზეუმს ეწვია. დავით ნარმანიამ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მერაბ კოსტავას მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „მე, როგორც თბილისის მომავალი მერი, ვიზრუნებ, რომ ყველა სახელოვანი და ერისთვის საამაყო შვილის სახლ-მუზეუმმა შეინარჩუნოს პირვანდელი სახე და ფუნქციონირებდეს, რათა მომავალმა თაობამ მეტი გაიგოს მათი წინაპრების ღირსეულ საქმეთა შესახებ“, - განაცხადა მან.