×

02 ოქტომბერი, 2020

განათლება და მეცნიერება - ანგარიში და სამომავლო გეგმა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე  

განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია:

- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა;

- საბავშვო ბაღები გახდა სრულიად უფასო. მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების დაფინანსება და გაუმჯობესდა კვების რაციონი;

- გაორმაგდა ზოგადი განათლების დაფინანსება;

- სკოლებში ამოქმედდა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა;

- გაორმაგდა სკოლის მასწავლებლის ხელფასი;

- სკოლა გახდა უსაფრთხო, სადაც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას 1525 მანდატური იცავს, რომელთა შრომის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა;

- 65 ათასზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტით;

- განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარებას;

- 7-ჯერ გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება;

- 33-დან 62%-მდე გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი;

- სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება უნივერსიტეტების 30 ათასამდე სტუდენტის სწავლა;

- უმაღლესი განათლების დაფინანსება ორჯერ გაიზარდა და 150 მილიონი ლარი შეადგინა;

- საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციით დაფუძნდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

- მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა.

 

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება:

 

-  გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება;

-  მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;

-  გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;

-  გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;

-  გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება        დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი;

- საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი    იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;

- გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა;

- ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას;

- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა.