×

21 სექტემბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, პაატა კვიჟინაძესთან და ხარაგაულის მერობის კანდიდატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

საჩხერე-ონის არსებული მარშრუტის (სიგრძე 111 კმ.) სამგზავრო დრო სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.

აღნიშნული საავტომობილო გზა იმერეთისა და რაჭის რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც თბილისიდან ონში მგზავრობის დროს 1,5 საათით შეამცირებს.

ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 5 ლოტზე, ბოლო მონაკვეთის დასრულება კი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.​​