×

13 აპრილი, 2014

შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან

მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და სტაბილურ გარემოში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. 
მორიგ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე მომავალ კვირაში პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებს.