კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისი

გიყვარდეს ქალაქი, რომელსაც შენი ცხოვრება, შენი
მოგონებები, შენი და შენი ოჯახის მომავალი უკავშირდება
- ბუნებრივია.
მაგრამ, როდესაც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები შენ
განდობენ მის აწმყოსა და მომავალს, ეს სულ სხვა
პასუხისმგებლობაა.
თბილისს აქვს თავისი უნიკალური სული, კოლორიტი, ფერები,
ფორმები, ხმები, თბილისური ისტორიები და, რაც მთავარია,
მას ჰყავს ყველასგან გამორჩეული ადამიანები.
იყო თბილისის მერი, არ არის იოლი, მით უმეტეს, როდესაც
თავიდანვე რთული გზით სიარულს და დაბრკოლებების
გადალახვას ამჯობინებ, არ გეშინია თამამი იდეებისა და
გადაწყვეტილებებისა.
ქალაქი და ადამიანები, რომლებზე ზრუნვის პატივიც მერგო,
მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ. მინდა, ჩვენი შვილები
ჯანსაღ გარემოში ცხოვრობდნენ, ისეირნონ ფეხით
მეგობრებთან, ოჯახთან ერთად, თამაშობდნენ მოედნებზე,
წამოწვნენ ბალახზე და წაიკითხონ წიგნი, ან მოუსმინონ
მუსიკას თბილისის პარკებში, სიამაყით დაპატიჟონ
უცხოელი მეგობრები ამ განუმეორებელ ქალაქში.
როდესაც პირველად ვიყრიდი კენჭს თბილისის მერად, მქონდა
ხედვა და სურვილი, სიცოცხლით სავსე ქალაქი შემექმნა,
შემომეტანა ყველაფერი საუკეთესო, რაც სხვა ქალაქებში
მქონდა ნანახი და, ამავე დროს, შემენარჩუნებინა ამ
ქალაქის განუმეორებელი კოლორიტი.
დღეს, 4 წლის შემდეგ, უკეთ ვიცი, რა სჭირდება თბილისს
ხვალ იმისათვის, რომ მეტი სიცოცხლე შეეხოს მის ყველა
განუმეორებელ უბანს, ყველა თბილისელს და ქალაქის ყველა
სტუმარს.
კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე ყველა უბანში - ეს არის ჩემი
გულწრფელი დაპირება თბილისს და თბილისელებს.