×

12 დეკემბერი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინიცირებულ საკითხებზე, რომელთა განხორციელებაში საპარლამენტო უმრავლესობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს.

სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ პოზიციას ხვალინდელ შეხვედრაზე გააცნობს.

სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს.

მიმდინარე კვირაში „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს და იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.