×

23 მაისი, 2022

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

24 მაისს, მიმდინარე კანონპროექტების განხილვასთან ერთად, ოპოზიციის მოთხოვნით გაიმართება დებატები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.

25 მაისს, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის წინაშე წარდგება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

27 მაისს, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციიის წესით მოხსენებით წარდგებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და იუსტიციის მინისტრები.