×

23 ოქტომბერი, 2021

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს გიორგი ნემსაძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პარმენ მარგველიძე.

დღესვე შეხვედრები გაიმართება წყალტუბოში, ქუთაისსა და ბაღდათში.