×

23 სექტემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

მოგესალმებით, ვისმენდი თქვენს შეკითხვებს, და ხაზგასმით, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, ისევე როგორც მაგალითად ხელვაჩაურში რამდენიმე დღის წინ, ისევე როგორც ქუთაისში, ჩვენთან რომ სცადეს მძიმე პროვოკაცია, ასევე ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას მომხდართან დაკავშირებით და ამას მხოლოდ საჯაროდ არ ვაკეთებ, პირადად ვისთანაც კი შემეძლო და ჩვენ შეგვეძლო, ყველას მოვუწოდეთ, რომ დაიშალონ და იმედია, ასეც მოიქცევიან, რადგან მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობისა“ და პროვოკატორი, კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს ახლა წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება.

არ დაგიმალავთ, მეკამათებოდნენ კიდეც და მეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ სიტყვიერად ეტყვიან ისინი მელიას იმას, რასაც იმსახურებს, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე პროვოკაცია ისევ პროვოკატორის მხრიდან, ამიტომ იმედი მაქვს, ჩვენს ამ მოწოდებას გაიზიარებენ. კიდევ ერთხელ სატელევიზიო ეთერებიდანაც მივმართავ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ასეთი მძაფრი რეაქცია აქვს მათ პროვოკაციებზე, სასწრაფოდ დაიშალონ. ამით არ მივცემთ პროვოკატორებს საშუალებას, რომ კიდევ რაღაც არეულობისა და ქაოსის ფონი შექმნან.

რაც შეეხება დანარჩენს, დმანისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ და დაბეჯითებით, არავის უთქვამს ჩვენი მხრიდან, რასაც ტირაჟირებენ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები, რომ თვითონ დაიჭრა თავი, ამ ბინძური ტყუილით ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას და ამ პროვოკაციის გამართლებას ნიკა მელია. პირიქით, მე გუშინ ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში და შეგიძლიათ კადრები ნახოთ, სადაც ვამბობ, ეს იყო რაჭაში, რომ ძალიან მძიმედ და ძალიან ძვირად დაუჯდება „ნაცმოძრაობას“, თუ მართლაც აღმოჩნდება, რომ ისინი პროვოკაციას აწყობდნენ და ეს მიმართული იყო ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, რა ინფორმაციაც ამ წუთას მაქვს. საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედება დმანისში, ფსიქიურ მძიმე დაავადებაზე და როგორც მეუბნებიან, არ გადამიმოწმებია ჯერჯერობით, ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით იქნება გარკვეული ცნობები, საუბარია ამ ადამიანის მკურნალობის დოკუმენტებზეც კი. რამდენიმე წუთის წინ მიღებულ ინფორმაციას გაწვდით და როგორც გვეუბნებიან, ასევე ეს კარგად იცოდა ყველა ადამიანმა ვინც იმ სოფელში ცხოვრობს, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი იყო მძიმე ფსიქიური პრობლემებით და სწორედ მის მიმართ იყო უმძიმესი შეურაცხყოფები.

ყველგან სცადეს. ნახეთ ხომ კასკადი ამ შეურაცხყოფების და ბოლოს, არსად რომ არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ მკაცრი დავალება და თხოვნა გვაქვს ჩვენს აქტივში ჩაშლილი, რომ არ წამოეგონ არავის პროვოკაციას, ბოლოს მიადგნენ ისეთ ადამიანს, რომლისგანაც იყო ყველაზე მოსალოდნელი ასეთ პროვოკაციაზე წამოგება. უმძიმესია, მორალურად, როდესაც კადრულობ და მიადგები იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქიური პრობლემები, ფსიქოლოგიური პრობლემები და იცი რომ ეს ადამიანი ამასთან დაკავშირებით მკურნალობდა. ეს უფრო მეტი ამორალურობაა თუ სხვა დანარჩენი, რასაც ვუყურებთ, ეს უკვე საზოგადოების განსასჯელია.