×

11 სექტემბერი, 2021

ადიგენის მერობის კანდიდატის გოჩა ქიმაძის წარდგენა

ჩვენ ვარჩევთ მერებს დიდი ყურადღებით და მთავარი დავალება, რაც აქვთ მიცემული მერებს და კანდიდატებს, არის ის, რომ ჩვენს ძვირფას მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ, რომ ადგილზე ყველას შეხვდნენ, მოუსმინონ და ადგილზე გადაუწყვიტონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ წინაშეა. პრობლემა ძალიან ბევრია. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი პროექტი დავაფინანსეთ, ბევრი გზა დავაგეთ, გაზიფიცირების სამუშაოები ჩავატარეთ, წყლის პრობლემები მოვაგვარეთ ბევრ მუნიციპალიტეტში, გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია და ეს არის უმუშევრობა. დასაქმების პრობლემა არის ყველგან, მთელს ქვეყანაში და ეს პრობლემა არ დაწყებულა გუშინ. ეს არის სწორედ იმ უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელიც დაწყებული 90-იანი წლებიდან, გაგრძელდა 2012 წლამდე და ჩვენ გვერგო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მძიმე იყო და პრობლემები იყო ყველა მიმართულებით. - ირაკლი ღარიბაშვილი

სამცხე-ჯავახეთი უნიკალურია თავისი ისტორიით, ხალხით, კულტურით, ტრადიციებით, ბუნებით. ადიგენი, რა თქმა უნდა, გამორჩეული მუნიციპალიტეტია. გამორჩეულია უნიკალური ზარზმის მონასტრით, რომელზეც ბავშვობაში ბევრი წაგვიკითხავს და ისტორიაში გვისწავლია. ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინახულოს ეს ულამაზესი ადგილები. მსოფლიოში სახელგანთქმული უნიკალური კურორტი, აბასთუმანი, დარწმუნებული ვარ, მალე დაიმსახურებს ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს, ე.წ. მწვანე კურორტის სტატუსს. პოტენციალი ძალიან დიდია და არა მხოლოდ ტურიზმის კუთხით. - კახა კუჭავა

ჩვენი კურორტი აბასთუმანი, მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც სულ მალე, შეიძლება ითქვას, მწვანეში ჩაფლული მარგალიტივით გამოჩნდება. დიახ, ხელისუფლების დახმარებაა, როდესაც ჩვენ უმოკლეს დროში ზეკარის უღელტეხილით დავუკავშირდებით დასავლეთ საქართველოს და ტურიზმის აღორძინების ერთ-ერთი პირობა იქნება ეს. აქ გვაქვს გოდერძის უღელტეხილი, შეიძლება ითქვას, საუკუნის ოცნება, ჩვენ ადიგენლები ვოცნებობდით იმაზე, რომ გოდერძის უღელტეხილი გახსნილიყო. იცით, იქ კურორტის მდგომარეობა როგორია. აუცილებლად იქნება ადიგენი გამოსული იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც ყოველთვის ქონდა და რომელიც გვადარდებდა. - გოჩა ქიმაძე

#განვითარებაყველარეგიონს