×

05 სექტემბერი, 2021

ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენა

ჩვენ, ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანას ვმართავთ პასუხისმგებლობის გრძნობით, სიყვარულით, გვაქვს შეცდომებიც, არასოდეს არ დაგვიმალავს, მაგრამ შეცდომებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. დიდი პასუხისმგებლობით ვარჩევთ ჩვენს კანდიდატებს თითოეულ ქალაქში, თითოეულ მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ყველა არჩეული მერი მოემსახუროს და ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, ქალაქს, მუნიციპალიტეტს და ხალხს. ასეთი კაცი შევარჩიეთ ქუთაისისთვის, ამ ულამაზესი ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრისთვის, ბატონი იოსებ ხახალეიშვილი. კაცი, რომელსაც მთელი ქუთაისი იცნობს, რომელიც ღირსეული ქუთაისელია და რომელიც ღირსეულად ემსახურება თავის ულამაზეს ქალაქს, აქვს დიდი გამოცდილება. მუშაობდა მანამდე გუბერნატორის მოადგილედ, შემდეგ, ახლა არის ქალაქის მერი და ღრმად ვარ დარწმუნებული, იგი წარმატებით გააგრძელებს ქუთაისის მერის თანამდებობაზე მუშაობას და მოგემსახურებათ თქვენ, ქუთაისელებო. - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქუთაისში. 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტები, რომელიც თითქმის დასრულდა, თუმცა რჩება წყალანირების პროექტები და სხვადასხვა წყალსამაგრი, რიონისპირა თუ სახლების სარეკონსტრუქციო პროექტები. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მთავარი მიზანი, ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ქუთაისი იყოს ევროპული ტიპის ქალაქი, სადაც ყველას მოუნდება ცხოვრება, თუ გავითვალისწინებთ იმ განვითარებას და გეგმებს, რომელიც გვაქვს ქუთაისისთვის. - კახა კუჭავა

ქუთაისი ყოველთვის იყო გამორჩეული შესაძლებლობების ქალაქი, არა მხოლოდ იმერეთში, არამედ მთელს ქვეყანაში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის კუთხით ქალაქი განსაკუთრებით განვითარდა. ყოველთვის გამოწვევა იყო 24-საათიანი წყალმომარაგება, რომელიც უკვე მოგვარებულია, დაწყებულია წყალარინების სისტემის პროექტირება. 57 ქუჩაზე დავამთავრეთ სამუშაოები, თუმცა წერეთლის და აღმაშენებლის ქუჩებთან დაკავშირებით არის პრობლემები. ჩვენ არ ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, ეს ქუჩებიც დასრულდება სექტემბრის ბოლოსთვის.

მიმდინარეობს 5 ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია, დამატებით დაიწყება კიდევ ერთი სკოლის. აშენდება ახალი სივრცეები, ლაბორატორიები, სკოლები ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ცოტა ხნის წინ საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის ოლიმპიური აუზის მშენებლობას, რომლის მშენებლობა 18 თვეში მთავრდება. - ირაკლი ქარსელაძე

მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთი პროექტია გასაკეთებელი, ჩვენ ვიცით, რომ დაწყებულია ოლიმპიური აუზის მშენებლობა, იცით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო, ფეხბურთის აკადემია და რომელიც გაისად ორივე ჩაბარდება. უნიკალური სპორტული ობიექტი ჩვენს ქალაქს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია პრობლემა, ბევრია პრობლემა, რის გადასაწყვეტად და გასაკეთებლად ჩვენ ალბათ ერთად, ახალ თვითმმართველობასთან, ახალ მერთან ერთად უნდა გავაგრძელოთ, ვიმუშაოთ და ყველა ეს დაწყებული პროექტები ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მხოლოდ ასე შევძლებთ ქუთაისს დავუბრუნოთ და დავუმკვიდროთ, რომ ეს არის ერთადერთი ქალაქი საქართველოში, ქართული ტრადიციების ევროპული ქალაქი და მე მინდა, რომ ეს სახელი ქუთაისს გაყვეს და მთელს ევროპას, მთელს მსოფლიოს მოედოს, ოღონდ ამისათვის ჩვენი ერთად ყოფნაა საჭირო იმიტომ, რომ გამოწვევა ბევრი ხდება, განსაკუთრებით პანდემიასთან ბრძოლა, ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ჩვენგანს რათა მოუაროთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს გვერდში მდგომებს, ჩვენს მომავალ თაობას და ჩვენს ბავშვებს, მით მიმართ განსაკუთრებით ვერაგი აღმოჩნდა ეს ვირუსი. - ზაზა ლომინაძე

ჩემთვის, როგორც ძირძველი ქუთაისელისთვის, უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი და ამოცანა ქუთაისზე, აქ მცხოვრები ადამიანების აწმყოსა და მომავალზე, ამ ქალაქის სტუმარზე ფიქრი და ზრუნვაა და ჩვენ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი, ეს დიდი ტრადიციების ქალაქი, ახლა უკვე დიდი ინოვაციების ქალაქიც უნდა გახდეს! - იოსებ ხახალეიშვილი 

#განვითარებაყველარეგიონს