×

19 სექტემბერი, 2022

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას უყრის კენჭს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

უმრავლესობა ასევე მხარს დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიციიდან „მოქალაქეების" დეპუტატის ლევან იოსელიანის წინადადებას ომბუდსმენის ღია კენჭისყრით არჩევის შესახებ.

მიმდინარე კვირაში „მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტი ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს, ხოლო ინტერპელაციის წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილს მოუსმენს.

პარლამენტი ასევე აირჩევს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კომიტეტების თავმჯდომარეებს.