×

15 სექტემბერი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობას. ამასთანავე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასუნსიონ სანჩეზ რუისი და ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ კრამპსი.