×

05 აგვისტო, 2022

„ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები გოგი მეშველიანი, ზაურ დარგალი, ირაკლი შატაკიშვილი, სავალან მირზოევი და ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

ქართული ოცნების ლიდერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონული შეხვედრები ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გამართეს.