×

09 მაისი, 2022

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ინტერპელაციის წერილს, რომელიც ხვალ გაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ოთხშაბათს, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმენს.

უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს ასევე მიმდინარე კანონპროექტები.