×

30 მარტი, 2022

შალვა პაპუაშვილი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,  ევროპის პარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტ ირაქსე გარსია პერეზს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოლიტიკური პარტია „ქართულ ოცნებასა“ და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფს შორის არსებულ განსაკუთრებით მტკიცე კავშირებსა და საერთო ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე, საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსა და რუსულ აგრესიაზე უკრაინაში.

სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.