×

20 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები ამბროლაურში, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი და ეკა სეფაშვილი ამბროლაურში, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ.

ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე შეჯერდა პოზიციები ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებსა და დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პარმენ მარგველიძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

რაჭით დასრულდა ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებული შეხვედრები რეგიონებში. შეხვედრების დასრულების შემდეგ დაიწყება მზადება ქალთა ორგანიზაციის ყრილობისთვის, რომელიც სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ, თბილისში ჩატარდება.

ერთი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ.