×

19 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.

ზუგდიდის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ეკა სეფაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ხახუბია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან მგალობლიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, „ქართული ოცნებიდან“ მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

20 თებერვალს შეხვედრა გაიმართება ამბროლაურში.

შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთის, გურიისა და აჭარის ორგანიზაციებთან.