×

18 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ოზურგეთში, პარტიის გურიის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ოზურგეთში, პარტიის გურიის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე.

19-20 თებერვალს შეხვედრები გაიმართება ბათუმში, ზუგდიდსა და ამბროლაურში.

შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და იმერეთის მხარეში.