×

17 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართა, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან. შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, თამარ ტალიაშვილი, ხატია წილოსანი, ლექსო დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, დმანისის მერი კობა მურადაშვილი, ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი, თეთრიწყაროს მერი გიორგი წიკლაური, წალკის მერი ილია საბაძე, გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის მხარეში.

18-20 თებერვალს დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ამბროლაურში.