×

12 თებერვალი, 2022

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნეს და რუსთაველებს დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნეს და რუსთაველებს დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსთავში და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ამ არჩევნების მოგება. გვყავს ღირსეული კანდიდატი, ირაკლი შატაკიშვილი, რომელიც არის პროფესიონალი, ძალიან კარგი იურისტი. ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია პროფესიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძალიან ღირსეული პარლამენტის წევრი, რომელიც იზრუნებს რუსთავზე და გარდაბნის ისტორიულ სოფლებზე უკვე საპარლამენტო ფორმატში – ირაკლი კობახიძე

რუსთავი და გარდაბანი იმსახურებს და ყოველთვის იმსახურებდა ღირსეულ კანდიდატს. ბევრი ადამიანის შესახებ გვქონდა დადებითი რეკომენდაციები, ძალიან ბევრი ადამიანი განიხილებოდა, მაგრამ ჩვენ ამოვარჩიეთ მართლა საუკეთესო. ირაკლი შატაკიშვილმა უკვე დაამტკიცა გუნდში, რომ შეუძლია აიღოს პასუსიხმგებლობა კონკრეტულ თემებზე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იმოქმედოს სწორად და  ბევრი საკითხი გადაწყვიტოს - მამუკა მდინარაძე

კანდიდატის წარდგენას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო დალაქიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ