×

09 თებერვალი, 2022

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.
 
აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანია გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.
 
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს საქართველოსა და ფართო რეგიონში და იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
 
ტომ ტუგენჰატმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
 
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.