×

31 იანვარი, 2022

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

უმრავლესობის წევრები გაეცნენ ინფორმაციას სამეგრელოს რეგიონში პარტიის ლიდერების შეხვედრების შესახებ. განიხილეს ასევე საორგანიზაციო საკითხები.