×

27 ოქტომბერი, 2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის სიტყვით გამოსვლა შემაჯამებელ აქციაზე

მოგესალმებით! ყველას ძალიან დიდი მადლობა დღეს მობრძანებისთვის.
ძალიან ამაღელვებელია ამხელა მხარდაჭერა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქ ყოფნა და პირველ რიგში, დიდი მადლობა იმისთვის, რომ აქ ხართ, დიდი მადლობა იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ! გამარჯვება, რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს თავისუფალი, მშვიდობიანი განვითარება, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეძლონ ევროპულ ოჯახში ცხოვრება.

ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. ადამიანები, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე.
ბატონებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ.
რა თქმა უნდა, არ იქნებოდა არც 2012 და არც ერთი სხვა გამარჯვება, რომ არა თქვენი მხარდაჭერა.