×

25 ოქტომბერი, 2021

დასრულდა საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

დასრულდა საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ბოლო შეხვედრა ხაშურში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ვალერიან მჭედლიძე.

პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მეორე ტურის წინასაარჩევნო შეხვედრები აჭარის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონების 20 მუნიციპალიტეტში გამართეს.