×

23 ოქტომბერი, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს გენადი ბალანჩივაძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს გენადი ბალანჩივაძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა ლომინაძე, გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე, უმრავლესობის წევრი ვიქტორ სანიკიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.

დღესვე შეხვედრები გაიმართება ქუთაისსა და ბაღდათში.