×

22 ოქტომბერი, 2021

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში.

სენაკში, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ვახტანგ გადელიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრები ირაკლი ბერაია, დაჩი ბერაია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.
სენაკის შემდეგ, შეხვედრა გაიმართება ფოთში.