×

21 ოქტომბერი, 2021

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში.

პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე წალენჯიხაში, მერობის კანდიდატს გოგა გულორდავას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.

დღესვე შეხვედრა გაიმართება ზუგდიდში.