×

21 ოქტომბერი, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება.

რიგით მეორე შეხვედრა ჩხოროწყუში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ დათო გოგუასთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და ჩხოროწყუს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კობა ჯიქია.

დღესვე შეხვედრები გაიმართება, წალენჯიხასა და ზუგდიდში.