×

19 ოქტომბერი, 2021

გრძელდება „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან.

რიგით მეორე შეხვედრა ბათუმში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმისა და ხელვაჩაურის შემდეგ, დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში.