×

24 სექტემბერი, 2021

„ქართული ოცნების“ ლიდერები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ რუსთავის ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

დღესვე შეხვედრა გაიმართება თელავში, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან. 

მიმდინარე კვირას „ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.