×

20 სექტემბერი, 2021

„ქართული ოცნების" ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს მართავენ

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს მართავენ. პირველი თათბირი ქუთაისში ჩატარდა. პარტიის ხელმძღვანელებმა იმერეთში მერობის კანდიდატებთან და შტაბის უფროსებთან მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იმსჯელეს. მომდევნო შეხვედრები ჩატარდება ზუგდიდში, ოზურგრთში, ბათუმსა და ამბროლაურში.