×

12 სექტემბერი, 2021

ნინოწმინდის მერობის კანდიდატის ანივარდ მოსოიანის წარდგენა

ჩვენ ერთად ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ - 7 გამარჯვება 7 არჩევნებში არის ჩვენს ანგარიშზე და ახლა ჩვენ ვემზადებით, რომ მე-8 ძლიერი გამარჯვება მოვიპოვოთ 2 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს ქალბატონმა ანივარდ მოსოიანმა. თქვენ გყავთ გამორჩეული მერი და ქალბატონი ანივარდი არ არის მხოლოდ გამორჩეული მერი  ნინოწმინდაში და ამ რეგიონში, შეიძლება ითქვას, რომ მისი ეფექტურობით, მუშაობის უნარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამორჩეული, მოწესრიგებული ქალბატონი და  მერი, ძალიან ძლიერი მმართველი. მე მჯერა, რომ ნინოწმინდა მხარს დაუჭერს ქალბატონ ანივარდს, იმიტომ რომ მას ალტერნატივა არ ჰყავს, იგი გაიმარჯვებს ძლიერად და გააგრძელებს თქვენს მსახურებას. - ირაკლი ღარიბაშვილი

როდესაც ვსაუბრობთ ამ მუნიციპალიტეტზე, ერთ-ერთი პირველი გვახსენდება ულამაზესი ფარავნის ტბა. მახსოვს  საკმაოდ რთული იყო მისვლა გზების გამო, რომელიც ფაქტიურად არ არსებობდა და დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. წალკიდან  შეიძლება გადმოსვლა და იკვრება  წრე, რომელიც კიდევ უფრო ბევრ სტუმარს მოიყვანს ნინოწმინდაში. - კახა კუჭავა

მხოლოდ ერთი შეხედვაც კმარა, რომ დავინახოთ, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ. თუნდაც ავიღოთ ბოლო 4 წელი, როდესაც მე ვიმუშავე თქვენთან ერთად და რამდენი წარმატებული პროექტი ერთად განვახორციელეთ, თითოეული ამ წარმატების უკან დგახართ თქვენ, ჩემო ნინოწმინდელებო, მადლობა ამისთვის. მე და ჩემს გუნდს გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს ნინოწმინდა უფრო ეფექტური, განვითარებული და წარმატებული. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახალგაზრდების ხელშეწყობაა, მათ განვითარებაზე, განათლებასა და დასაქმებაზე ზრუნვაა. მწამს, რომ ნინოწმინდა გახდება ქალაქი, სადაც ახალგაზრდებს ყველა სფეროში ექნებათ წარმატების მიღწევის საშუალება; ქალაქი, რომელშიც ხანში შესული მოქალაქეების ყოველდღიურობა ნაკლებ სირთულესთან იქნება დაკავშირებული; სადაც საკმარისი სამუშაო ადგილები იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არათუ სხვა ქვეყნებში, საქართველოს სხვა ქალაქსა თუ რაიონშიც კი აღარ დასჭირდებათ სამუშაოდ წასვლა. - ანივარდ მოსოიანი

#განვითარებაყველარეგიონს