×

12 სექტემბერი, 2021

ასპინძის მერობის კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის წარდგენა

ჩვენ ახლა ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. თითოეულ რეგიონზე არის მორგებული ყველა ის პროექტი, რომელიც ახლა მუშავდება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენი გეგმის მიხედვით, არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენს უნიკალურ ქვეყანას გააჩნია, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, მეცხოველეობის განვითარება, უამრავი სხვა, რომელიც ამ რეგიონს გააძლიერებს, ფეხზე დააყენებს სოფელს და სოფლის მოსახლეობას. - ირაკლი ღარიბაშვილი

ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ რეგიონებს, ძლიერ სოფლებს, ძლიერ ოჯახებს, სწორედ  ამას ემსახურება ის  მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გეგმები, რომელიც დასახული გვაქვს. როდესაც ვააუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალზე, ასპინძის შემთხვევაში, პირველ რიგში,  გვახსენდება ტურიზმი, რადგან ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ცენტრია და  ყოველთვის ვცდილობ, უცხოელ სტუმრებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, ვაჩვენო აქაურობა, რადგან ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. - კახა კუჭავა

როსტომი არის ჩემი მეგობარი. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ასპინძის განვითარებაზე და მას არაერთხელ გამოუთქვამს თავისი ხედვები, თავისი გეგმები. დარწმუნებული ვარ, თავისი გეგმებით, თავისი ხედვებით, ის ყველაფერს გააკეთებს რომ თითოეული ასპინძელისთვის იყოს განვითარების მეტი საშუალება და მისი ხედვებით, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი ასპინძა იქნება ბევრად უფრო უკეთესი. რა თქმა უნდა, მე მხარს ვუჭერ ბატონ როსტომს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და მომავალი 4 წლის ფარგლებში როსტომი იქნება ასპინძის წარმატებული მერი. - ანტონ ობოლაშვილი

რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ და სწრაფი წინსვლით ვიფიქროთ ჩვენს უკეთეს განვითარებაზე. მერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელოთ არსებული კურსი, განვახორციელოთ ის გეგმები, რომლებიც ასპინძას უფრო კომფორტულ, ინფრასტრუქტურულად გამართულ და ეკონომიკურად ძლიერ მუნიციპალიტეტად აქცევს. ჩემთვის საქმის კეთების მთავარი მოტივაცია ის დიდი თანადგომაა, რასაც თქვენგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. რომ არა თქვენი მხარდაჭერა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების უმეტესობის დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა. აქვე, გპირდებით, მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის საჭირო თითოეულ ნაბიჯს მომავალშიც თქვენთან უშუალო კომუნიკაციის შემდეგ გადავდგამთ და მის მიერ მიღებულ შედეგებს ერთად გავითვალისწინებთ და ერთად გავაგრძელებთ! - როსტომ მაგრაქველიძე

#განვითარებაყველარეგიონს