×

11 სექტემბერი, 2021

ახალციხის მერობის კანდიდატის ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენა

ის პოტენციალი, რომელიც ახალციხეს გააჩნია, ბოლომდე უნდა იყოს ათვისებული და გამოყენებული. ამ ულამაზეს მხარეს, რომელიც ცნობილია ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლებით, უზარმაზარი პოტენციალი აქვს ტურიზმის მიმართულებით. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას ახალი ტურისტული ლოკაციები, ტურისტული ცენტრები, რათა კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი ჩავიდეს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში. - ირაკლი ღარიბაშვილი

ახალციხე განსხვავებულია ყველა სხვა რეგიონისგან თავისი ლანდშაფტით, განსხვავებული და უნიკალური. მხარე, რომელიც გამოირჩეოდა სიმამაცით, კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენი ტრადიციების დაცვით. ახალციხე წარმოდგენილია როგორც გული ამ მხარის, რადგან აქედან მიდის ყველა იმ მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილების სანახავად, რომლითაც ეს მხარე მდიდარია. - კახა კუჭავა

ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა, ბევრი კარგი პროექტი არის მიმდინარე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამგვარ პროექტს სჭირდება ღირსეული გაგრძელება და კანდიდატი, რომელიც არის წარმოდგენილი ჩვენს ახალციხეში, არის ნამდვილად ღირსეული ადამიანი, ის არის კეთილსინდისიერი და ერთგული ადამიანი. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ და ყოველთვის ხასიათდებოდა თავისი წესიერებით. - ანტონ ობოლაშვილი

მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გაგრძელდეს პროგრესი და მჯერა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ახალციხელების უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა გალამაზებული და გამწვანებული ახალციხის, წყლით მომარაგებული და გაზიფიცირებული მუნიციპალიტეტის, ახალი სპორტული მოედნების, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობის შესახებ ვისაუბრებთ. მე ამ გამოწვევისთვის მზად ვარ! ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ახალციხის წარმატების ერთერთ საუკეთესო, თვალსაჩინო მაგალითს შევქმნით! - ირაკლი ლაზარაშვილი

#განვითარებაყველარეგიონს