×

11 სექტემბერი, 2021

მცხეთის მერობის კანდიდატის დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენა

რაც შეეხება მცხეთას, მცხეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, იქნებოდა ეს სკოლების მშენებლობა, ბაღების მშენებლობა, გზების მოწყობა, სპორტული კომპლექსის მშენებლობა, საცურაო აუზი და ა.შ., მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი. კიდევ მეტი, უფრო მეტი ამბიციური გეგმები უნდა განვახორციელოთ.ვიცი, რომ დღეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მორატორიუმი მცხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. - ირაკლი ღარიბაშვილი

მცხეთაში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. არ შეიძლება ამას უბრალოდ არ ვხედავდეთ. დღეს მცხეთა სულ სხვა სახით არის წარმოდგენილი. როდესაც მცხეთის მუნიციპალიტეტზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ სოფლის მეურნეობაზე.

სანამ მცხეთაში მოვიდოდით, ვიყავით ჯიღაურას მეურნეობაში, რომელიც უნიკალურია და რა თქმა უნდა, ამისთვის უდიდესი მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს პირადად, რომელმაც შეძლო უნიკალური, 600-ზე მეტი ყურძნის ჯიშის აღდგენა, რითაც დღეს მდიდრები ვართ და ვცდილობთ მაქსიმალურად განვავითაროთ მეღვინეობა. - კახა კუჭავა

ემოციური და ყველაზე მეტად ამაღელვებელია თქვენს წინაშე გამოსვლა მცხეთაში და ნებისმიერი ჩვენი პირობა, დაპირება ან გეგმა, განსაკუთრებით სხვა პასუხიმგებლობებს ატარებს, რადგან ჩვენ უფრო მეტად პასუხსმგებლიანი და გულწრფელები უნდა ვიყოთ, როცა აქ, თვენს წინაშე წარვსდგებით ჩვენი გეგმებით. ადგილობრივი არჩევნები, ისევე როგორც ნებისმიერი არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითრებისთვის. ადგილობრივი არჩევნები და ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, ძალიან დიდ როლს ასრულებს, რადგან ჩვენი პოლიტიკა შესრულდება ეფექტიანად იმ შემთხვევაში, თუ გვეყოლება სწორი პარტნიორები რეგიონში, ღირსეული ადამიანები მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რომელებიც ერთი მხვრივ, თქვენ ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ და მეორე მხრივ, თქვენამდე მოიტანენ სახელმწიფოს პოლიტიკის იმ პრიორიტეტებს, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის დონეზე. ჩვენი პრიორიტეტები მარტივია. ქართული ოცნების პრიორიტეტი არის ქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, ქართველებზე ზრუნვა და თქვენი ინტერესების გათვალისწინება. - ლევან დავითაშვილი

ღირებულებას და უფლებას - სიცოცხლის უფლებას და სწორედ ჩვენი სავიზიტო ბარათი დღემდე არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იმ ურთულეს გამოწვევაში, რა გამოწვევის წინაშეც მსოფლიო დგას და ეს სირთულე ჩვენს კარსაც არის მომდგარი, ჩვენ შევძელით, რომ არცერთი პაციენტი, რომელსაც სჭირდებოდა სტაციონარული მომსახურება, ამის გარეშე დარჩენილიყო. იმ პერიოდშიც კი, როდესაც პიკური იყო სტაციონარიზაცია, ეს იყო რამოდენიმე დღის წინ, როცა 8000 -ს მიაღწია სტაციონარში პაციენტების რიცხვმა და ეს არის შესაძლებლობის ზედა ზღვარი, ჩვენ ამ პერიოდშიც შევძელით რომ არცერთი მოქალაქე ექიმის მედპერსონალის მეთვალყურეობის გარეშე არ დარჩენილიყო. მცხეთის მუნიციპალიტეტი ამ გამოწვევის წინაშე გაამორჩეულად მომზადებული აღმოჩნდა. არ გაჩერებულა არცერთი დღე გეგმიური ოპერაციები, სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება, არ გაჩერებულა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და ასევე ათეულში შემავალი ერთერთი მძლავრი კოვიდ ცენტრი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი, რომელიც მანამდე პრაქტიკულად აღარ არსებობდა, იმიტომ რომ ეს იყო დანგრეული შენობა, ჩვენ ის აღვადგინეთ და დრეს იქ 150-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. მიჭირს წარმოდგენა, რომ არა ეს კლინიკა რა გამოწვევის წინაშე დავდგებოდით და ალბათ შესძლოს მსხვერპლიც მეტი იქნებოდა. - დიმიტრი ხუნდაძე

მცხეთის მუნიციპალიტეტში დავიბადე და გავიზარდე, თქვენს გვერდით, უბრალო და მშრომელი ხალხის ოჯახში, ვიცნობ ქალაქის და თითოეული სოფლის მოსახლეობას, ვიცი თქვენი პრობლემებიც და სურვილებიც, ტკივილიც და სიხარულიც. ჩემი ცხოვრების კრედო უცვლელია, პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, გუნდურობა, ოჯახისადმი პატივისცემა და ღირსება. ამ პრინციპებს დღეს კიდევ ერთს დავამატებდი, განსაკუთრებული მზრუნველობა თქვენს მიმართ და გპირდებით, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, თითოეული თქვენგანის ოჯახზე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, მზრუნველი მერი ვიქნები. - დიმიტრი ზურაბიშვილი

#განვითარებაყველარეგიონს