×

10 სექტემბერი, 2021

დუშეთის მერობის კანდიდატის მანანა ნარიმანიძის წარდგენა

მე დღეს მოვინახულე ქვეშეთი-კობის მშენებარე გზა და ის უნიკალური გვირაბი, რომელიც შენდება. ეს არის 9-კილომეტრიანი უნიკალური გვირაბი. კომუნისტების დროს ყველაზე დიდი გვირაბი რაც აშენებულა ქვეყანაში ეს არის დაახლოებით 1800 მეტრამდე გვირაბი, რომელიც რიკოთზე მდებარეობს. 1 700 მეტრიანი ახალი გვირაბი ავაშენეთ დარიალის ხეობაში, ახლა 9-კილომეტრიანი ახალი გვირაბი შენდება და გადაადგილება იქნება ძალიან კომფორტული და ძალიან შემცირდება ზოგადად ეს დრო. სულ რაღაც საათ-ნახევარში თბილისიდან ყაზბეგში შეგვეძლება ჩასვლა მას შემდეგ, რაც დავასრულებთ ჩვენ ასევე ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობას. გუდაური განვითარდება და ზოგადად, გუდაურში დამსვენებელს, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეს, არამედ ტურისტებს, ერთ საათში შეეძლებათ ჩასვლა. ეს ყველაფერი შენდება და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი კეთილდღეობა, მეტი კომფორტი ჰქონდეთ. - ირაკლი ღარიბაშვილი

არ შეიძლება არ ვახსენოთ ბაზალეთის ტბა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს. აშენდა სასტუმროები, ჩანს რამდენად წარმოდგენილია სხვა ბიზნესი, თუმცა, მე ნამდვილად მაკლია გეგმა, რომელიც აუცილებელია ჰქონდეს ბაზალეთს, თუ როგორ უნდა განვითარდეს იგი, ვინაიდან პოტენციალი გაცილებით დიდია. ზუსტად ეს არის ალბათ, რისი გაკეთებაც აქვს დაგეგმილი მომავალ მერს. - კახა კუჭავა

ახლა იმ პარკში ვიმყოფებით, რომლის რეაბილიტაციაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წარმატებით დაასრულა. ასევე, ჩვენს უკან არის ქუჩა, რომლის მიმდებარე შენობების რეაბილიტაციაც, პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. აქვე სამობილიზაციო სამუშაოები დაწყებულია პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებულ პროექტზე და ამ ძალისხმევის შედეგად, ჩვენ მივიღებთ დუშეთის სრულად განახლებულ ცენტრალურ უბანს. რა თქმა უნდა, ამას შემდგომში მრავალი სხვა უბანიც მოყვება, მაგრამ ეს არის ის მნიშვნელოვანი წამოწყება, რომლითაც დუშეთი სულ უფრო პოპულარული გახდება ტურისტებისათვის. - ირაკლი ქარსელაძე

მოგეხსენებათ, მე დუშელი ვარ, ეს ჩემთვის ყველაზე საამაყოა, აქ დავიბადე და გავიზარდე და ზუსტად ვიცი თოთოეული პრობლემა, რაც შეიძლება ჩემი მუნიციპალიტეტის მკვიდრს აწუხებს. ძალიან ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, სწორედ თქვენი, ხელისუფლების გვერდში დგომით, იმედი მაქვს, რომ ყველა ის პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება და ჩვენ აღარ გვექნება ამდენი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურა, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და ჩვენი დუშეთი იქნება, ყველაზე ევროპული ქალაქი. ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნება, ჩვენ ვიყოთ პატარა, ევროპული ქალაქის მკვიდრნი.- მანანა ნარიმანიძე
#განვითარებაყველარეგიონს