×

05 სექტემბერი, 2021

ლენტეხის მერობის კანდიდატის გია ონიანის წარდგენა

გვაქვს გეგმები, თუ როგორ განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება. ბუნებრივია, ლენტეხს აქვს უნიკალური ბუნება  და რესურსი, პოტენციალი აუცილებლად უნდა იქნას ბოლომდე გამოყენებული ტურიზმის მიმართულებით ვგეგმავთ, ყველა მუნიციპალიტეტში არსებული, როგორც ძველი ასევე ახალი ტურისტული პოტენციალი იქნას სრულად შესწავლილი და აღდგენილი, ყველა ის ტურისტული კერები, ცენტრები, რომელიც  მანამდე იყო, თუნდაც კომუნისტების დროს, უნდა აღვადგინოთ,  მოვუაროთ გავალამაზოთ და კიდევ უფრო  მეტი გავაკეთოთ, ახალი ტურისტული ცენტრები შევქმნათ იმისთვის, რომ ბოლომდე, სრულად იყოს ათვისებული ის რესურსი და პოტენციალი, რომელიც ჩვენს ულამაზეს, უნიკალურ ქვეყანას გააჩნია. - ირაკლი ღარიბაშვილი

როდესაც ვსაუბრობთ ლენტეხზე, რატომღაც ყოველთვის გზის ბოლოდ აღიქმებოდა ხოლმე იგი და ეს ბუნებრივია, თუმცა ეს არის დროებითი. ვიცით, რომ დასრულდება მალე გზა, რომელიც უშგულთან და შემდეგ მესტიასთან მიაერთებს ამ მონაკვეთს და კიდევ მეტ პოტენციალს და შესაძლებლობას გააჩენს ლენტეხისთვის არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვადასხვა მიმართულებებით, რათა გაჩნდეს ბევრი ახალი საინფორმაციო, ტურისტული ცენტრი და მეტი სარგებელი მიიღოთ. მეტი ჩართულობა და დასაქმება, ეს არის რაც სჭირდება თითოეულ რეგიონს. - კახა კუჭავა

საუბარია გზაზე, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს აკავშირებს და მეც მინდა ამაზე ორიოდე სიტყვა ვთქვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაციისთვის ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის, მაგრამ აქ მთავარია, რომ ეს მოიყვანს ტურისტს. თქვენ ყველამ კარგად იცით, რა ხდება მესტიაში, როგორი დიდი ნაკადია ტურისტების და ეს ტურისტები, მათი უდიდესი უმრავლესობა, მოხვდება მესტიაში. რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზია სვანეთი, მესტია, მაგრამ არანაკლებ ლამაზია ლენტეხი, განსხვავებული სილამაზე აქვთ და ზუსტად ეს დააინტერესებთ იმ ტურისტებს. ტურისტის ბუნებაშიც ეს არის რომ მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი ნახოს. - გოჩა ენუქიძე

დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც შეიკრა ისეთი გუნდი, რომელმაც ახალი შემართებით უნდა დავსახოთ ახალი მიზნები. თქვენი გვერდით დგომით ჩვენ გვაქვს დიდი გვერდში დგომა პარტია „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ლენტეხში აუცილებლად განავითარებს ყველა იმ მიმართულებას, რომელი საკითხებიც დაისვა, ეს იყო ტურისტული მიმართულება, თუ ეს არის მცირე და კერძო სამეწარმეო საქმიანობები. და მე დარწმუნებული ვარ, ამას ერთად შევძლებთ, დავსახავთ ახალ მიზნებს, მე ვიდგები თითოეული ლენტეხელის გვერდით, თითოეული ოჯახის გვერდით. გავიზიარებ მათ ჭირს და ლხინს და აუცილებლად ყველა ახალგაზრდის წამოწყებულ პროექტს, რომელიც ინოვაცია იქნება ჩვენთვის და რომელიც პერსპექტიული იქნება ჩვენი რაიონისთვის. თქვენი გვერდით დგომით დავუჭერ მხარს.  - გია ონიანი

#განვითარებაყველარეგიონს