×

05 სექტემბერი, 2021

ონის მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშელის წარდგენა

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას და დღეს წარმოგიდგენთ ონის მერობის კანდიდატს. ჩვენ მერობის კანდიდატი ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ. თქვენს მიერ არჩეული მერი უნდა მოემსახუროს ჩვენს ხალხს. ონის მერი, რა თქმა უნდა, იქნება თქვენს სამსახურში და 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ თქვენ. ასეთი კაცია ჩვენი სერგო ხიდეშელი. ახალგაზრდა, ენერგიული, დიდი გამოცდილებით, მიუხედავად მისი ასაკისა, უნარიანი და მართლაც ძალიან წესიერი კაცი, რომელიც მოემსახურება ონს და ონელებს. - ირაკლი ღარიბაშვილი

დარწმუნებული ვარ, პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ - 51-კილომეტრიანი გზა, ძალიან მალე დასრულდება და აბსოლუტურად სხვა სიცოცხლეს შესძენს ამ რეგიონს და არა მხოლოდ ამ რეგიონს, იმერეთსაც. აქ ჩამოსასვლელად. 5-6 საათის ნაცვლად დაგჭირდება მხოლოდ 3 საათი - ეს უდიდესი შეღავათია და ეს გზა გასნის პოტენციალს ლეჩხუმისკენ და ქვემო სანეთისკენ, ლენტეხისკენ. ეს არის ის შესაძლებლობები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ყველამ ერთად.

ამიტომ, უმნივშნელოვანესია გყავდეთ ძლიერი თვითმმართველობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომელსაც აქვს გეგმები განახლებული რეგიონების სახით. ძლიერი რეგიონები შექმნის საბოლოოდ ძლიერ საქართველოს. დარწუნებული ვარ, ეს კუთხე ვიზიტორებით ნამდვილად გამორჩეული იქნება და ამას ერთად დგომით, შრომით მივაღწევთ. - კახა კუჭავა

სექტემბერში გაიხსნება ისტორიული იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა. ახალი სიცოცხლე რაჭისთვის, ზემო იმერეთისთვის, ახალი შესაძლებლობა. გაცოცხლდა 6 სოფელი, გაათმაგდა მიწის ფასი და მოთხოვნა. ეს არის ჩვენი მომავალი. სახელმწიფომ ისე უნდა დაგეგმოს პროექტი, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებმა ისარგებლონ ამით. 10 000 კილომეტრი გზა დავაგეთ ჩვენ 8 წლის განმავლობაში, თბილისის და აჭარის გარდა. ჯამში, მთელ საქართველოში 21 000 კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს. თბილისს და აჭარას თუ დავუმატებთ 12 000 კილომეტრზე მეტი გზა დავაგეთ და ეს პროცესი გრძელდება. - ირაკლი ქარსელაძე

2021 წლის 1 ივნისიდან ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი და დროის ამ მოკლე მონაკვეთის მიუხედავად, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ვიცი და გათავისებული მაქვს ყველა ის პრობლემა თუ გამოწვევა, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში, უბნებსა თუ თითოეულ დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ადამიანების წინაშე დგას.ჩვენს მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, რისთვისაც მე და ჩემი გუნდი მთელი შემართებით ვემზადებით. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად რა არის გასაკეთებელი და ამ გამოწვევებთან გამკლავების რესურსიც გვაქვს.ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, არჩევანი ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის. - სერგო ხიდეშელი

#განვითარებაყველარეგიონს