×

04 სექტემბერი, 2021

ხონის მერობის კანდიდატის ლადო ჯურხაძის წარდგენა

ვიმყოფებით რა ამ ულამაზეს, ასევე უნიკალურ მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ხონს აქვს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, კიდევ უფრო მეტ პროგრამებს შევთავაზებთ მოსახლეობას.7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2 მილიარდ 500 მილიონის ინვესტიციას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს დასაფინანსებლად, რითაც 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა განსაზღვრული. ეს და მრავალი სხვა პროექტი ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. - ირაკლი ღარიბაშვილი

როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობთ, ყველას ახსენდება ოკაცეს ულამაზესი კანიონი, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს. არ შეიძლება არ ვახსენოთ კინჩხის ჩანჩქერი. ერთია, გქონდეს ულამაზესი ბუნება და მეორე, რომ სწორად განავითარო ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა სარგებლის მიღება ბოლომდე შეძლო. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა კინჩხის ჩანჩქერის ტურისტული ატრაქციების, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაც დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. პანდემიასთან ბრძოლას დავასრულებთ და ეს ულამაზესი ადგილი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ადგილები, რომელიც სიამაყით, გავსებს, რომ ამ კუთხის, ამ ქვეყნის შვილი ხარ. - კახა კუჭავა

ხონი წყლის მიმართულებითაც დაწინაურებულია სხვა ქალაქებთან შედარებით, მაგრამ არის გარკვეული ნაწყილი ქალაქის, რომელიც ჯერ 24-საათიანი მომარაგების გარეშეა, ასევე ზაფხულში არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დებედის და მთელ რიგ სხვა საკითხებს, რომლებიც ასევე ჩვენს სამოქმედო გეგმაშია. ამ გეგმის მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. - ირაკლი ქარსელაძე

ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის ოცნება არის ის, რომ დაცული იყოს ადამიანის ის უფლება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შეგვეძლოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ქვეყნის ტერიტორიაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სოხუმი და ცხინვალი. ეს ყველაფერი შეუძლებელია იმის გარეშე, თუ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობიანი განვითარება და ასეთი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც როგორც მუნიციპალიტეტებში, ასევე ქვეყნის მთელ ტეროტორიაზე და ცენტრალურ დონეზე იქნება უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები. - რატი ბრეგაძე

მერობის პირველივე დღიდან, ჩემი მიზანი ხონის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ქალაქად გარდაქმნა იყო და დღეს, ოთხი წლის თავზე, ყველა ჩვენთაგანი ვხედავთ ამისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, უკვე დაწყებულია ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, რასაც სულ მალე მოყვება ჩვენი ისტორიული, ცენტრალური ბულვალის განახლების პროცესი, რითაც მერწმუნეთ, თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული ხონელი ვიამაყებთ. პირობას გაძლევთ, ჩემს გუნდთან რთად ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ.

ხონლებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ მხარდაჭერისთვის, რათა ერთობლივად, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლოთ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებების ბოლომდე მიყვანა და დასაახული მიზნების ზედმიწევნით შესრულება. - ლადო ჯურხაძე

#განვითარებაყველარეგიონს