×

03 სექტემბერი, 2021

ტყიბულის მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენა

ტყიბულში ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ისტორიული ქალაქი გამორჩეულია თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად. მე ახლახან შევხვდი მეშახტეებს, მინდა, მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მათ მიმართ სოლიდარობა და მადლიერება. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ ადგილზე გადავუწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იყო წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება. ცხრაჯვარის პროექტზე აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით და აუცილებლად გავაკეთებთ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა. - ირაკლი ღარიბაშვილი

ტყიბული არის იმ ლოკაციაზე, საიდანაც ვუკავშირდებით რაჭას, იმერეთს, დასავლეთს და აღმოსავლეთს.   აუცილებელია  ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდეს, რათა კიდევ მეტი შესაძლებლობა მიეცეს ყველას, რასაც სჭირდება ძლიერი გუნდი. ძლიერი მერი ხედვით, რომელიც გარდა იმ ხედვისა, რომელიც განახლებული რეგიონების ფარგლებში არსებობს და მთავრობის მიერ ხორციელდება, შეძლებს დამატებითი იდეები, ღირებულებები შესძინოს მას. - კახა კუჭავა

მე დარწმუნებული ვარ ჩემო მეგობრებო, ჩენ ტყიბული, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, არასდროს არ შეურცხვენია მას თავი, ის გვერდით ედგა სახელმწიფოს, ჩვენს პარტიას „ქართულ  ოცნებას“ და კვლავაც, დარწმუნებული ვარ და მიხარია როცა ვხედავ ასეთ სახეებს, რომლებიც ასეთი ერთგულები არიან. მე მოგიწოდებთ მეგობრებო, როგორც არასდროს, დავდგეთ ერთმანეთის გვერდში დავასრულოთ ეს არჩევნები, მერვედ გამარჯვებით და გავაგრძელოთ გზა ტყიბულის და ჩვენი ქვეყნის მშენებლობისა. - ბეჟან წაქაძე

უკვე მიმდინარეობს მუშაობა და 2023 წელს ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მივიღებთ ევროპულ ტყიბულს, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი იქნება, არამედ ახალი შესაძლებლობებით სავსე.

პროცესი დაწყებულია, ორპირი-სოჩხეთის მიმართულებით 15-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად  გაკეთებულია, 6 ხიდზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. - ირაკლი ქარსელაძე

8 სოფელი იქნა გაზიფიცირებული ტყიბულში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და გაძლევთ პირობას, რომ პროცესი გაგრძელდება  და გაზი მაქსიმალურად იქნება მიწოდებული ოჯახებში - ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალი მცირე სასტუმროების განვითარებას და უკეთეს ცხოვრების პირობებს. - ნათია თურნავა

ბუნებრივია არსებობს ძალიან მკაფიო და კარგი პროგრამა, რითაც დაიწყება ტყიბულის აღორძინება და ძალიან კარგი სიტყვა თქვა ბატონმა ირაკლიმ, რომელმაც თქვა, რომ ტყიბული უნდა აღორძინდეს და უნდა განვითარდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, განვითარებას აუცილებლად ჭირდება სამართლიანობა. სხვაგვარად ვერცერთი განვითარება ვერ მოხდება. - რატი ბრეგაძე

ერთ გარემოებას გავუსვამ ხაზს, რომელიც ჩემს და ტყიბულის ურთიერთობას აკავშირებს მნიშვნელოვნად. ქალაქი, სადაც გავიზარდე, ქალაქი, სადაც დიდი თაობები, ეს ბუმბერაზი ადამიანები ჩემ თვალწინ ქმნიდნენ და აშენებდნენ ურთიერთობების კულტურას, ამას ვეზიარებოდით ერთად. მე პირადად პირველი მეგობარი აქ შევიძინე, აქ მაქვს ჩემი წინაპართა საძვალე, აქ არის ჩემი დიდი საახლობლო და სწორედ ამიტომ არის გამორჩეული ჩვენთვის ტყიბული, ამიტომაც არის ყოველგვარ პირადულზე მაღლა მდგომი და სწორედ ამიტომ ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ შესაძლებლობა რომელიც გვაქვს, ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა, გამოვიყენოთ იმ კუთხით, რომ ეს მომართული ხელი,  მხარედაჭერის და თანადგომისა, გავცეთ პასუხი და ნიშნად ჩვენი უწყვეტი კავშირის განმტკიცებისა, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ 41. - დავით ჩერქეზიშვილი

#განვითარებაყველარეგიონს