×

02 სექტემბერი, 2021

ზესტაფონის მერობის კანდიდატის ვასილ გველესიანის წარდგენა

ჩვენ ზესტაფონში გვყავს ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ზესტაფონს და ზესტაფონელებს, ბატონი ვასილ გველესიანი, მე მინდა მივესალმო მას. კაცი, რომელმაც დაიწყო რიგითი მეტალურგობიდან და გახდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორი და მმართველი. წარმატებული, გამორჩეული მენეჯერი, მმართველი კაცი, რომელიც არის შემდგარი და წარმატებული მენეჯერი და რომელმაც გადაწყვიტა, რომ ახლა ემსახუროს მოსახლეობას - ზესტაფონს და ზესტაფონელებს. მე მინდა, მას წარმატება და გამარჯვება ვუსურვო. - ირაკლი ღარიბაშვილი

ზესტაფონი უმნიშვნელოვანესი ქალაქია თავისი ინდუსტრიული დატვირთვით და როლით, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში ასრულებს.

2012 წლის შემდეგ, ამ მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტია მთლიანობაში განხორციელებული, იქნება ეს სკოლების, ბაღების რეაბილიტაცია, მშენებლობა, გაზიფიცირება, წყალმომარაგება.

რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რადგან სხვაგვარად ამის გამოსწორების საშუალება არ გვექნება.

ჯერ კიდევ 60 სოფელია, სადაც საჭიროა დასრულდეს წყალმომარაგების პროექტები. ასევე გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, რომელსაც აუცილებლად დავასრულებთ 2024 წლისთვის, როგორც ეს დაგეგმილია. - კახა კუჭავა

ამჟამად 150 მდებარეობაზე მიმდინარეობს ჩვენი პროექტები წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის. 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს ცენტრალიზებული წყალმომარაგება აქამდე არ ჰქონია. ზესტაფონი დაწინაურებულია ამ მიმართულებით. 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენი შესაბამისი გეგმის და სტრატეგიის მიხედვით ზესტაფონს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

რა თქმა უნდა, გამოწვევად რჩება ზესტაფონის მიმდებარე სოფლები. ესეც გათვალისწინებული გვაქვს. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. - ირაკლი ქარსელაძე

ერთი სასიამოვნო სიახლე გამცნოთ, რაც უშუალოდ ეხება ზესტაფონს, კერძოდ, სულ რამოდენიმე კვირაში ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ იუსტიციის სახლის მშენებლობას, რომელიც იცით რომ გარკვეული დროის პერიოდში წარმოადგენდა პრობლემას, სირთულეების გამო, აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრილია და რამდენიმე კვირაში დაიწყება ზესტაფონის იუსტიციის სახლის მშენებლობა, რომლითაც ისარგებლებს თითოეული თქვენთაგანი. მინდა ვუსურვო წარმატება „ქართული ოცნების“ კანდიდატს და მთელს გუნდს ზესტაფონში. - რატი ბრეგაძე

ჩემთვის, რა თქმა უნდა, როგორც სამხარეო რწმუნებულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის სიძლიერე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხის სიძლიერე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონი საქართველოში. იმერეთში, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით არის განვითარებული ინდუსტრია და არის ფაქტიურად ერთ-ერთი ლოკომოტივი ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენ ყველა მიმართულებით შევუწყობთ არა მარტო დიდ ბიზნესებს ხელს, არამედ ყველა იმ მცირე მეწარმეს, რომელსაც ექნება საშუალება, ჩაერთოს და გამოიყენოს ის სიკეთე, რომელსაც სთავაზობს სახელმწიფო. ყველა ეს სიკეთე გვინდა თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ. ოღონდ ამაში საჭიროა თქვენი ჩართულობა, ყველა ადამიანის, რომელმაც შეიძლება ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამხელა სიკეთე შეუძლია მოუტანოს მას სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობამ. - ზვიად შალამბერიძე

მჯერა, რომ ბატონი ვასილ გველესიანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში. ის ძალიან გამოცდილი მენეჯერია, რომელიც თავის რესურსს ზესტაფონის განვითარებისთვის გამოიყენებს და 4 წლის შემდგომ, ზესტაფონი იქნება უფრო განვითარებული ქალაქი. - ბეჟან წაქაძე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენს მუნიციპალიტეტში მთელი რიგი მიმართულებებით გვაქვს წინსვლა, თუმცა, კვლავ რჩება გამოწვევები. სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტ სარგებელი მიიღოს. რა თქმა უნდა, არ მაქვს ილუზია რომ ყველა პრობლემას ერთი ხელის მოსმით გადავჭრით, თუმცა, მე და ჩემს გუნდს გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა დავასრულოთ მიმდინარე პროექტები და დავგეგმოთ ახალი მასშტაბური ღონისძიებები ჩვენი მუნიციპალიტეტის განსავითარებლად. მათ შორის, გზების მოწესრიგება, სოფლების გაზიფიცირება და წყალმომარაგების საკითხები. აუცილებლად, ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. გპირდებით, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან არაერთ პროექტს განვახორციელებთ. ღრმად მწამს, 4 წლის შემდეგ, ზესტაფონი ბევრად უფრო წარმატებული და განვითარებული მუნიციპალიტეტი იქნება. - ვასილ გველესიანი

#განვითარებაყველარეგიონს