×

01 სექტემბერი, 2021

ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენა

ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და ვიმყოფებით რა ამ მართლაც გამორჩეულ მუნიციპალიტეტში, რომელიც ცნობილია თავისი გამორჩეული ადამიანებით, რაც მთავრია, მინდა ვთქვა, რომ ვანი ყოველთვის იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი. ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ვანი იყო სწორედ ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული ცენტრი. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ქალაქის მერობა არის ერთის მხრივ ძალიან საპატიო, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო. ეს კარგად აქვს გააზრებული ჩვენს მერს, ბატონ ალექსანდრეს. მინდა, მას მივესალმო განსაკუთრებით და პირველ რიგში მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, ვუსურვო წარმატება და ძლიერი გამარჯვება. - ირაკლი ღარიბაშვილი

ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი მერი და საკრებულო, რომელსაც მხარს უჭერს ცენტრალური ხელისუფლება და რაც ყველაზე მთავარია ამომრჩეველი, არის ის, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტს ჭირდება. მხარდაჭერა არ წყდება მხოლოდ არჩევნების დღით. ეს უნდა გაგრძელდს შემდგომაც. ახალი შესაძლებლობები, რომელიც ხელისუფლემამ მოსახლეობისთვის უნდა შექმნას, რაც უნდა მომდინარეობდეს თქვენგანაც, თქვენი ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

როდესაც ვსუბრობთ ვანზე, ეს არის ასევე ულამაზესი ბუნება, რომელიც შიდა და გარე ტურიზმისთვის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი შეიძლება გახდეს.

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ძლიერი რეგიონებია. საქართველო ვერ იქნება ძლიერი თუ არ ეყოლება ძლიერი რეგიონები, ძლიერი მუიციპალიტეტები, ძლიერი სოფლები.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი არჩევნები. - კახა კუჭავა

პრემიერის დავალებით ყველა სამინისტრომ შეიმუშავა 10 წლიანი განვითარების გეგმა და ეს გეგმა რა თქმა უნდა შეეხება მუნიციპალიტეტებსაც. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ვიტყვი, რომ სულ რამდენიმე წელიწადში სრულიად იქნება დამისამართებული, სოფლები. ასევე, საბოლოოდ მოწესრიგდება მიწის რეგისტრაციის პროცესი და ბატონ პრემიერთან გვქონდა ამაზე საუბარი და გვაქვს ამაზე მიღებული თანხმობა და გვექნება დამატებითი დაფინანსება იმისათვის, რომ საბოლოოდ გადაიჭრას ეს პრობლემა, რომელიც დგას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და ბუნებრივია ამ ყველაფრით ქვეყნის მოსახლეობა ნახავს ძალიან დიდ სარგებელს, რომელსაც ზუსტად ეცოდინება თუ რა ექნება მას საკუთრებაში და შემდგომში შეძლებს სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოებას. და სულ მალე მათ შორის ვანში, ვანის მუნიციპალიტეტში სადაც არ არის საზოგადოებრივი ცენტრი ან იუსტიციის სახლი ჩამოგაკითავთ ე.წ მობილური იუსტიიც სახლით და ადგილზე მოგაწვდით ყველა იმ სერვისს რომლის მისაღებადაც საზოგადოებრივ ცენტრში ან იუსტიციის სახლში მობრძანება გიწევდათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჭირდება დიდი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მხრიდან და ყველა ამ პროექტთან ვთანამშრომლობთ და ბუნებრივია ამ ყველაფრისთვის საჭიროა თქვენი მხარდაჭერა. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ წარდგენილი კანდიდატი გაიმარჯვებს დამაჯერებლად. - რატი ბრეგაძე

ვამაყობ, რომ განვლილ 4 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უამრავი პროექტი განვახორციელეთ. თუმცა ვიცი იმ პრობლემების შესახებაც, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში. მსურს ერთად განვიხილოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული პრობლემა, ერთად ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ვანი უძველესი და უმდიდრესი ისტორიით სავსე ქალაქია, რომელიც საქართველოს ისტორიის უნიკალურობას ინახავს და ამ კუთხით ჩემს მუნიციპალიტეტზე ზრუნვა ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩემთვის. გარწმუნებთ, მე და ჩემი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თქვენი უშუალო ჩართულობით, ვანს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. თქვენთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაძლევს იმის უფლებას, გთხოვოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის, ჩვენი ოჯახების უკეთეს ხვალინდელ დღეზე. - ალექსანდრე გოგორიშვილი