×

27 აგვისტო, 2021

ფოთის მერობის კანდიდატის ბექა ვაჭარაძის წარდგენა

არ შემიძლია არ აღვნიშნო შედარებისთვის, თუ ვის უპირისპირდება დღეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ზოგადად ჩვენი გუნდი. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც ფოთში არსებობს, ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ჩვენთვის ეს არის მთავარი კონკურენტი. ყველა კანდიდატის მთავარი კონკურენტი უნდა იყოს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არის. მეორეს მხრივ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ვინ არის ჩვენი კანდიდატი, რომელიც ძალიან სწორად შევარჩიეთ - ახალგაზრდა, მოტივირებული, ენერგიული კაცი, რომელიც გამოირჩევა პატიოსნებით, ძალიან კარგი განათლებით, არის პატრიოტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ფოთზე და ფოთელებზე - ბატონი ბექა ვაჭარაძე, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მიუხედავად მისი ასაკისა. მანამდე იგი იყო საკრებულოს თავმჯდომარე, კარგად არის გარკვეული ყველა იმ საკითხში, რომელიც ფოთის წინაშე დგას და ფოთელებს აწუხებთ და მჯერა, ბექა იქნება ძალიან წარმატებული ფოთის მერი. - ირაკლი ღარიბაშვილი

ბექა არის ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანი. რამდენიმე წელია უკვე ის ჩართულია ფოთის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც საჯარო მოხელე, ბოლო პერიოდი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას ფოთი და რა არის ის ხედვა, მომავალი, რომლისთვისაც უნდა იღწვოდეს ყოველი ახალი მერი ყველა ქალაქში.

ფოთი ულამაზესია თავისი დაგეგმარებით. ეს ერთ-ერთი პირველი ქალაქია, ერთადერთიც, როდესაც წინასწარ იყო ხედვა, გენგეგმა და ზუსტად ასე აშენდა.

ფოთს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ეს არ ეხება მხოლოდ მეთევზეობას, რომელიც უნდა დარჩეს, განვითარდეს. - კახა კუჭავა

2025 წლამდე დასრულებული გვექნება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ყველა ძირითადი მონაკვეთი და გადაადგილების დრო იქნება განახევრებელი, რაც ნიშნავს ჩვენს დერეფანზე კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას, კიდევ უფრო მეტ მოტხოვნას ფოთზე, მის ინფრასტრუქტურაზე, მის ინდუსტრიაზე, რაც გაზრდის ფოთის ხვალინდელი და შემდგომი განვითარების პესრსპექტივას. ასევე, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფოთისთვის დამუშავდება ურბანული განახლების პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ყველა იმ საინჟინრო საჭიროებას, რომელიც ქალაქს ამჟამად აქვს - სანიაღვრე და სხვა აუცილებელი სისტემები, რომლებიც კრიტიკულია ფოთისთვის გეოლოგიური და სხვა მონაცემების გათვალისწინებით. ეს მოიცავს იმ საინვესტიციო პაკეტებს, რომლებიც მისცემს საშუალებას ფოთელებს და ინვესტორებს სხვაგვარად განავითარონ ქალაქი. - ირაკლი ქარსელაძე

თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციულია დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება.

ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროგრამა გაგრძელდება და გაძლიერდება. ამაყები ვართ, რომ ქართული დროშა იფრიალებს ჩვენს თევზსაჭერ ფლოტზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეთევზეები ქართული სეინერებით გავლენ ზღვაში და არა - უცხო ქვეყნის სეინერებით. ამ პროგრამით უკვე შეიქმნა სულ მცირე ახალი 250 სამუშაო ადგილი. - ნათია თურნავა

ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემს გუნდთან ერთად იქნება თითოეული ფოთელის საჭიროებაზე და მათ მოთხოვნებზე ზრუნვა, თითოეულ ფოთელზე ზრუნვა, იმ მთავარ გამოწვევებზე იმ პრიორიტეტებზე ზრუნვა, რომლებსაც თქვენ მიიჩნევთ პრიორიტეტად და რა თქმა უნდა ამაში თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, თითოეული ფოთელის.

ჩვენ გვაქვს უნიკალური განაშენიანება, უნიკალური მდებარეობა, ბუნებრივი რესურსი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს საშუალებას, თანაბრად გამოვიყენოთ როგორც მრეწველობის, ისე ტურისტული მიმართულებით ჩვენი პოტენციალი, საჭირო არის რომ ბიზნესისთვის შევქნათ ხელსაყრელი გარემო, ინვესტირებისთვის შევუქმნათ საინტერესო პირობები, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ცენტრალური ხელისუფლება დაგვეხმარება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს გუნდთან ერთად, ჩვენ აუცილებლად უნდა ავითვისოთ ყველა ის უნიკალური ადგილი და სივრცე, რომელიც აქვს ჩვენს ქალაქს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქალაქის პოტენციალი. - ბექა ვაჭარაძე

#განვითარებაყველარეგიონს