×

23 მაისი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები.

“რამდენიმე თვეში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი, მათ შორის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, მთლიანად იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ სათანადო შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.