×

22 მაისი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა ბათუმის ახლადაშენებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა ბათუმის ახლადაშენებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია "SISPITCHES" დააგო.

2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ბათუმის სტადიონის ასაშენებლად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 140 მილიონი ლარი გამოიყო.