×

11 იანვარი, 2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს და უმრავლესობის სხდომა გაიმართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პარტიის მიერ დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ყრილობა, რომელიც 16 იანვარს გაიმართება, პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს.
პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების ოცდაერთკაციანი სია.
პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.