×

03 დეკემბერი, 2020

კახა კუჭავას განცხადება

პირველ რიგში, მსურს გამოვეხმაურო ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი და ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგია. ჩვენ მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელვან ნაბიჯს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ყოველივე ამის ფონზე არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშრეებისა და სტრატეგიული პარტნოერების მიმართ და ამას ახორციელებს პრო-დასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში. ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც.
ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წასულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოზე. - ბევრი მაგალითი არსებობს მსგავსი ფაქტების გამოვლენის.
ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.
ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებული შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს, ქალბატონ დეგნანს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ქვეყნის ევროატლანტირური კურსის რეალიზაციაში, არის ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მხურვალე მხარდამჭერი და რომელიც დღესაც ძალისხმევას არ იშურებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში.

საინტერესოა და კითხვა ჩნდება, თუ რას უწუნებენ ნაციონალური მოძრაობა და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებეში ითხოვენ მათ მხარდაჭერას?

რა თქმა უნდა მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს -ძალადობრივი შეტევები პარლამენტზე, ცესკოზე, სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იქნას შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა ეს ასე ვერ იქნება.

ასეთი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერების სრულუფლებიან წარმომადგენლებს დაესხან თავს და მოსთხოვონ მას თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, ხოლო დამარცხებული გამარჯვებულად სცნოს.

თავად ოპოზიციის წარმომადგნელებმა, პირველ რიგში მათ, კარგად იციან რომ დამარცხდნენ კონკურენტულ ორთაბრძოლაში, მაგრამ კვლავ სიცრუით და ძალადობით ცდილობენ შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა და უტიფრად ითხოვენ ამაში მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან.

საზოგადოებას კარგად მოეხსენება რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციის და დეესკალაციის მიზნით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით და ყველას მივეცით შანსი დესტრუქციის და ძალადობის მაგივრად, ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს დაბრუნებოდნენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოფიციალურად გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას - გამოხატონ საკუთარი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან.