×

10 დეკემბერი, 2020

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, მოადგილეებისა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, მოადგილეებისა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები  დაასახელა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს „ქართულ ოცნებაში“, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გამართული საბოლოო კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საკვანძო თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან:
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ - არჩილ თალაკვაძე;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გიორგი ვოლსკი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ - კახაბერ კუჭავა;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ - დავით სერგეენკო;
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად - ირაკლი კობახიძე;
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ - მამუკა მდინარაძე;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ანრი ოხანაშვილი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ - მიხეილ სარჯველაძე;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი ბერაია;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი ქადაგიშვილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ - სოზარ სუბარი;
საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი კოვზანაძე;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ნინო წილოსანი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ - მაია ბითაძე;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ - ნიკოლოზ სამხარაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ - მაკა ბოჭორიშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ბექა ოდიშარია;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - დიმიტრი ხუნდაძე;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ - თეა წულუკიანი;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ - მიხეილ ყაველაშვილი.